logo
ENG



დაკვამლიანება ვაგონებში - ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროში მოკლე ჩართვა მოხდა [ვიდეო]

15 აგვ 202019:11
3 წუთის საკითხავი
 

ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს ქვესადგურში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაკვამლიანება მას შემდეგ შენიშნეს, რაც მატარებელი ადგილიდან დაიძრა, თუმცა მემანქანემ ვაგონების შემადგენლობა მალევე გააჩერა.

"რომ მივდიოდით, მაშინ შემოვიდა კვამლი, მალევე გაჩერდა მატარებელი. კვამლი შემოდიოდა ვაგონებში და რა მოხდა არ ვიცით. ნაწილებს მგონი რაღაც დაზიანება ჰქონდა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული არავინაა.

"მგზავრები ამოყვანილი არიან. მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვეელბი და მიმდიანრეობს პერიმეტრის გადამოწმება", - განაცხადეს უწყებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მეტროპოლიტენის მეორე ხაზი არ მუშაობს. 

 


close დახურვა